სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ :
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია
57 განცხადება, პასუხი გაცემულია 57 განცხადებაზე.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ :
2013 წლის 31 დეკემბრიდან სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტი - სალომე სვინტრაძე (გენერალური დირექტორის 2013 წლის 31 დეკემბრის N102 განკარგულება).
2013 წლის 31 დეკემბრიდან სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - გიორგი კეთილაძე (გენერალური დირექტორის 2013 წლის 31 დეკემბრის N102 განკარგულება).
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ :
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ :
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს პერსონალის მართვის განყოფილების ინფორმაციით აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომელთა მიერ 2014 წელს არ დარღვეულა.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას :
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე :
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
გენერალური დირექტორი დავით ტყემალაძე