ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე) სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წლიური ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 31 განცხადება.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით ცენტრში 2013 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 5 მოთხოვნა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან,საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 28 შემთხვევაში;
3 განცხადება განხილვის პროცესშია.
ამასთან, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 11 იანვრამდე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო ცენტრის პროექტების მენეჯერი ბექა ჭულუხაძე. ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად, ფუნქციების გადანაწილების შემდეგ 2014 წლის 11 იანვრიდან 2014 წლის 3 ივნისამდე საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია დემეტრაშვილი. 2014 წლის 3 ივნისიდან 2014 წლის 18 ივლისამდე საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სირდაძე, ხოლო 2014 წლის
18 ივლისიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ხელაძე.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 28 შემთხვევიდან,1. 1 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ბექა ჭულუხაძემ;
2. 8 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია დემეტრაშვილმა;
3. 7 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადინისტრაციული სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სირდაძემ;
4. მიმდინარე წლის 18 ივლისიდან ცენტრში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გაადწყვეტილება 12 შემთხვევაში მიიღო ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 31 განცხადებიდან, არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ იქნა 7 განცხადება, მოქალაქეების მხრიდან 6 განცხადება, ხოლო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ ცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადება არ ფიქსირდება.
გ) ცენტრში ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის დარღვევისა და დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
ე) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვ) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ზ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები.
ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე