საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის ანგარიში

 

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს’’ 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.    
    სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 41 განცხადება. ამასთან, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროდან“  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა შესაძლებელია იუსტიციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“  2014 წელს  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 4 მოთხოვნა.
    რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.    

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან განმცხადებელთა გამიჯვნის მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
     •  ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა  2 შემთხვევა;     
     •  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა 13 შემთხვევა;
     •  კ/სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო  ინფორმაციის გათხოვა 2 შემთხვევა;
     •  ფიზიკური პირების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა  24  შემთხვევა.
    საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:

I.    საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 33 შემთხვევაში;

II.  3 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

III.  1 განცხადება განხილვის პროცესშია;

IV. 1 განცხადებაში დასმული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

V. 3 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 ამასთან, 2014 წლის 11 ივნისამდე  სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსი ლეილა მიქელაძე. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროში“ 2014 წლის 11 ივნისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის _ საქმისწარმოებისა და  საინფორმაციო სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი ირინე არახამია.  ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის შესახებ ინფორმაციას.
   საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 33 შემთხვევიდან:
1.    16 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის გაცემის  თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ლეილა მიქელაძემ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება 13 შემთხვევაში მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ლეილა მიქელაძის  მიერ, ხოლო 1 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.    მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 25 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის გაცემის  თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ირინე არახამიამ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება 20 შემთხვევაში მიიღო სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ირინე არახამიამ,  მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 შემთხვევაში, ხოლო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების გადაგზავნა განხორციელდა  1 შემთხვევაში;
   საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი თანამდებობის პირების მიერ:
1.    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ლეილა მიქელაძე (2 შემთხვევა );
2.    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ირინე არახამია (1 შემთხვევა).
 სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აწარმოებს მოვალეთა რეესტრს, აღნიშნული ბაზა საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ბიუროს  სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. აღნიშნული მონაცემების სხვა პირებზე გაცემა ხორციელდება მხოლოდ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.  

ბიუროში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს), საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში და გამარტივებული წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“  სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.  

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას,  „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“,    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს.
    საანგარიშო პერიოდში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა ერთი საჩივარი,  რომელიც განხილვის პროცესშია.

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“  მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა  მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას. 

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

იოსებ ბაღათურია