ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ  ,,საქართველოს  საკანონმდებლო მაცნეს“  წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე).

 

        1. სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 89  განცხადება.  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით  2013 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 3 მოთხოვნა.

    2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან:

ა) 76 შემთხვევაში გაიცა  საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად; 

ბ) 6 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 

გ) 5 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

           დ) 2 განცხადება განხილვის პროცესშია, მიმდინარეობს საქმისწარმოება.

 

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმისა ან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველი იყო ნორმატიული  აქტის სახელმწიფო რეესტრში არარეგისტრირებული ნორმატიული აქტის ან ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნა, რომელიც სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის დაცული.  

  4. სააანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 89 განცხადებიდან 22 შემთხვევაში განმცხადებელი იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული პირი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი იქნა 8 განცხადება, მოქალაქეების მხრიდან 23 განცხადება, ხოლო სხვა დანარჩენი  განხცხადებების ავტორები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საჯარო დაწესებულებები, ნორმატიული აქტის მოქმედების, მისი ძალადაკარგულად ცნობის, აქტის გამოქვეყნებისა და ასლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, უშუალოდ მედიასაშუალებების ან მათი წარმომადგენლების მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით  შემოსული განცხადება არ დაფიქსირებულა.

   5. საანგარიშო პერიოდში სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

·         საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

·         საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

·         საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა  ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.   

·         საანგარიშო პერიოდში  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის  მოთხოვნების დარღვევის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამასთან, არ დაფიქსირებულა სხვა რაიმე პრეტენზია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

·         2013 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე (4 შემთხვევა) გადაწყვეტილება მიიღო სსიპ  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა ლატარიამ.

·         2014 წლის 6 იანვრიდან 2014 წლის 2 აპრილის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე (12 შემთხვევა) გადაწყვეტილება მიიღო  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ.

·         2014 წლის 4 აპრილიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების (71 შემთხვევა) თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღო  სსიპ  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ლევან ხარაიშვილმა.

·         სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

·         სსიპ  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ამასთან, დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.

·         საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ხარჯებს, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების დაკისრებას ადგილი არ ჰქონდა. 

სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“

თავმჯდომარე                                                                                       გიორგი პატარიძე