ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ წლიური ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ წლიური ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
1. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე , საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 16 განცხადება. როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 2 განცხადება.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან:
· განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია გაიცა 14 შემთხვევაში;
· 2 განცხადება განხილვის პროცესშია;
ამასთან, 2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწალო ცენტრის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ კაკულია. 2014 წლის 13 ივნისიდან სასწავლო ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ეკატერინე გოგიტიძე.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 14 შემთხვევიდან:
1. 5 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ნუგზარ კაკულიამ;
2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება 9 შემთხვევაში მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ეკატერინე გოგიტიძის მიერ;
3. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი პირები. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
4. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“თანამშრომელთა და პასუხისმგებელ პირთა მხრიდან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის დარღვევა და დისციპლინური სახდელის დადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
5. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
6. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
7. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ხარჯი არ წარმოშობილა.
8. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 16 განცხადებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ იქნა 8 განცხადება; მოქალაქეების მხრიდან 4; მედია საშუალებებიდან –1; ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებიდან –3 განცხადება.
პატივისცემით,
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. კაკულია