სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4571/01
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის ანგარიში

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის
ანგარიში

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ა“, “ბ“ და “ე“ პუნქტები

მიმდინარე წლის განმავლობაში, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 46 (ორმოცდაექვსი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აღნიშნული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 24 (ოცდაოთხი) განცხადება, 5 (ხუთი) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3 (სამი) განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტებები, ხოლო, 13 (ცამეტი) განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ნათია მრელაშვილის მიერ). ამასთან, 1 (ერთი) განცხადება წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისათვის განხილვის ეტაპზეა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ შემოსულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის “ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ  საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური/კონფიდენციალური მონაცემების/ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობს.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის “მ“ და “ნ“ პუნქტების, ასევე, 44(1) მუხლის თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “გ“ პუნქტი

სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება კომპიუტერში სპეციალური პროგრამის საშუალებით.
სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის/პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით გაცემული იქნა მხოლოდ აღნიშნული პირის/პირების თანხმობის საფუძველზე.

3.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “დ“ პუნქტი

მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად, მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ვ“ პუნქტი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე 2014 წელს არ გასაჩივრებულა.

5. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ზ“ პუნქტი

მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ნათია მრელაშვილი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი