ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.132.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.09.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 20.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №44
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუქნტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 1-სა.
2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 2-სა.
3.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 3-სა.
4.
დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები, თანახმად ანართი 4-სა.
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №22 დადგენილება.
6.
დაევალოთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ ინვენტარიზაციის ან/და ქონების ჩამოწერის პროცედურები, ინვენტარიზაციის ან/და ქონების ჩამოწერის პროცედურები დაასრულონ წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის (საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მერის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
6. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.
5. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 6🔗.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქონების ჩამოწერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს.
5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ჩამოწერი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
6. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის შემდეგ ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
დანართი №2
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში ა(ა)იპ).
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით.
მუხლი 4🔗.
. ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი მცირეფასიანი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივის ჩამოწერა.
5. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს.
6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
8. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
დანართი №3
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. საწარმო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში განკარგვა, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა ხდება საწარმოს მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით.
4. საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელი.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი მცირეფასიანი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივის ჩამოწერა.
9. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენის ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს.
10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ძირითადი აქტივების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
11. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.