საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2014 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით, შემოსულია 322 განცხადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს 8 განცხადებაზე. აქედან, უარი ეთქვა 16 განცხადებას, ვინაიდან, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს და მოთხოვნილი დოკუმენტის ასლი არ იყო დაცული სამინისტროს არქივში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის სოფიო უმიკაშვილის მიერ, ხოლო მისი არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა. ხსენებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება. ასევე, სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სამინისტრო ეყრდნობოდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: საქართველოს კონსტიტუციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.
საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სამინისტროს თანხის გადახდა არ დაკისრებია.
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი თამარ ბოდოკია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“?
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2014 წელი“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2609400/