პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.12.2014
ძალის დაკარგვა 28.07.2017
გამომცემი ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 27.07.2017
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
ბრძანება №2
2014 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დანართი №1-ის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი
დანართი №1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპქტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ინსპექტორის მოადგილე
1.ინსპექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი და სასამართლოში წარმომადგენლობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 2🔗. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
1.იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და სასამართლოში დავების წარმოების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 3🔗. ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
1.ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვის ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 და გარე აუდიტის მეთოდოლოგიის (ISO 31000 საერთაშორისო სტანდარტის ან სხვა შესაბამისი ან გამომდინარე სტანდარტის მიხედვით) ცოდნა, სასურველია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა;
გ) სპეციალობით მუშაობის 4 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 დანერგვის გამოცდილება;
დ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ვ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 4🔗. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
1.საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 4 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და ანგარიშგების გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) ინგლისური ან ფრანგული ენის სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 5🔗. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი
1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვის ან საჯარო ადმინისტრირების სფეროში, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 და გარე აუდიტის მეთოდოლოგიის ISO 31000 (საერთაშორისო სტანდარტის ან სხვა შესაბამისი ან გამომდინარე სტანდარტის მიხედვით) ცოდნა, სასურველია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა, სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 დანერგვის გამოცდილება;
გ) სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
დ) ანალიზისა და კვლევის დოკუმენტირებული ცოდნა;
ე) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ) ინგლისური ენის ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 6🔗. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი
1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, საჯარო ადმინისტრირების ან სამართლის სფეროში, მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) გარე აუდიტის მეთოდოლოგიის ISO 31000 (საერთაშორისო სტანდარტის ან სხვა შესაბამისი ან გამომდინარე სტანდარტის მიხედვით) ცოდნა, სასურველია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა, ანალიზისა და კვლევის დოკუმენტირებული ცოდნა;
დ) პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
ე) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ზ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი
1. ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შეხვედრების და ოფიციალური ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
დ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ე) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ზ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის № 386 ბრძანებულება საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 8🔗. ფინანსური და შესყიდვების მენეჯერი
1. ფინანსური და შესყიდვების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის, ბუღალტრული აღრიცხვის და შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
დ) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ვ) საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS-ის სრულყოფილი და საფუძვლიანი ცოდნა;
ზ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“; საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი V, თავი XI); სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების“ დამტკიცების შესახებ; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების“ დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების“ დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის“ დამტკიცების შესახებ; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ შესახებ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის № 231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების“ შესახებ.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 9🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საზოგადოებასთან კომუნიკაციის მეთოდებისა და საშუალებების, მედია საშუალებების ცოდნა და მათთან ურთიერთობის გამოცდილება;
დ) ქართულ ენაზე სრულყოფილად და გამართულად წერის უნარი;
ე) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ზ) ფოტო/ვიდეო რედაქტირების პროგრამების ცოდნა;
თ) ინგლისური ენის ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 10🔗. ტრენინგების მენეჯერი
1. ტრენინგების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 4 წლიანი, მათ შორის ტრენინგების ჩატარების მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
„საქართველოს კონსტიტუცია; პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 11🔗. კვლევების მენეჯერი
1.კვლევების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
ბ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია შედარებით, სამართლებრივ და ანალიტიკურ კვლევებზე მუშაობის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის, სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
ე) ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); მაღალ დონეზე;
ვ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 12🔗. სიტუაციური ანალიზის მენეჯერი
1. სიტუაციური ანალიზის მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, საჯარო ადმინისტრირებისა და სამართლის სფეროში;
ბ) რისკების მართვისა და ანალიტიკური საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) ანალიზისა და კვლევის დოკუმენტირებული ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ვ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 13🔗. მთავარი იურისტი
1. მთავარი იურისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და აკადემიური წერის უნარები;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 14🔗. იურისტი
1. იურისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და აკადემიური წერის უნარები;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 15🔗. მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი
1. მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) მომსახურების გაწევის დონეზე შეთანხმების მომზადების (SLA) გამოცდილება;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება;
ვ) მართვის სტანდარტების (მაგ: ISO სტანდარტების) დანერგვის გამოცდილება.
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
თ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 16🔗. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი
1. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
გ) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის გამოცდილება;
დ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ე) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ზ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 17🔗. უფროსი აუდიტორი
1. უფროსი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) გარე აუდიტის ჩატარების გამოცდილება ISO/IEC 27001 სტანდარტის მიხედვით, სასურველია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა);
ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 18🔗. აუდიტორი
1. აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება, სასურველია საზღვარგარეთ მიღებული განათლება;
ბ) გარე აუდიტის ჩატარების გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, სასურველია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, (სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა);
ე) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 19🔗. ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორი
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 20🔗. საქმისწარმოების სპეციალისტი
1. საქმისწარმოების სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
დ) მოქალაქეებთან ურთიერთობის, ოფიციალური კორესპონდენციის წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 21🔗. საქმისწარმოების სპეციალისტი (საიდუმლო საქმისმწარმოებელი)
1. საქმისწარმოების სპეციალისტი (საიდუმლო საქმისმწარმოებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება; სასურველია იურიდიული მიმართულებით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საიდუმლო საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლობის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.
მუხლი 22🔗. ინსპექტორის თანაშემწე
1. ინსპექტორის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადმინისტრაციულ ასისტენტად ან თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
დ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ე) აკადემიური წერის კარგად ჩამოყალიბებული უნარი;
ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები.
მუხლი 23🔗. ფაილური სისტემის სპეციალისტი
1. ფაილური სისტემის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
ე) აკადემიური წერის კარგად ჩამოყალიბებული უნარები;
ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული და პიროვნული უნარები.
მუხლი 24🔗. შესყიდვების სპეციალისტი
1. შესყიდვების სპეციალისტი უნდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
გ) შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
დ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“; საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი V, თავი XI); სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება; „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება; „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება; „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის №1805 განკარგულება "საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ"; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1463 "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"; საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანება „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.