ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის ანგარიში

 

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დებულებების შესრულების თაობაზე.

 

2014 წლის განმავლობაში ერედვის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 137 განცხადება შემოვიდა. აქედან 137 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო 0 განცხადების დაკმაყოფილებაზე ითქვა უარი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 0. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 41-ე მუხლის შესაბამისად (კონკრეტულად იხილეთ დანართის სახით დანართი №1). უარის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე გამოცემულ იქნა ადმინისტრაციული აქტი, რომელსაც თან ახლდა სათანადო მოტივირებული დასკვნა, შესაბამისი ნორმატიული აქტის მითითებით.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა/ შემოვიდა (თუ შემოვიდა რა სახის).

2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 0 გადაწყვეტილება გასაჩივრდა. აქედან, 0 ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა იმავე დაწესებულებაში, 0 ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

2014 წლის განმავლობაში ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის რაოდენობამ შედგინა 0 ლარი.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოხელის /მოხელეების მიერ.  ვარა ბერუაშვილი (ერედვის მუნიციპალიტეტის) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, გამგეობის ადმინისტრაციაში სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, გადაწყვეტილებათა  რაოდენობა 137, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 0. გადაწყვეტილება.

2014 წლის განმავლობაში ერედვის მუნიციპალიტეტმა სხდომის დახურვის შესახებ მიიღო 0 გადაწყვეტილება. აქედან 0 ითვალისწინებდა საკრებულოს სხდომის ნაწილობრივ დახურვას. 0 სხდომა დახურულად გამოცხადდა ზოგადი დაცვით. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი.

  2014 წლის განმავლობაში ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 247 ფაქტი. აქედან დაწესებულების მიერ შენახული იყო 247 მონაცემი, დანარჩენი გადაეგზავნა /გაეცა ინფორმაციის მომთხოვნს. სულ 2014 წლის განმავლობაში პერსონალური მონაცემების სხვისთვის გაცემის 0 ფაქტი დაფიქსირდა. პერსონალური მონაცემების 0 ფაქტი განხორციელდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მოთხოვნის 0 პროცედურა ეწინააღმდეგებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    შემაჯამებელი კომენტარი

1.      2014 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის განხორციელების პროცესების შეჯამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების /ფაქტების კომენტირება:         2014 წელს  ერედვის მუნიციპალიტეტში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 247 განცხადება, რომელთაც პასუხი გაეცათ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2.      ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავისუფლების თავის განხორციელებისას დანერგილი სიახლე (ბაზების მოწესრიგება, რეესტრის ახალი ფორმის შემოღება.

   მოწესრიგდა საინფორმაციო დაფა. დანერგილია საჯარო რეესტრის ელექტრონული ვერსია და შიდა კომპიუტერული ქსელი.

3.      ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის დანერგვასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ (სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ).

   ურთიერთობა გვქონდა თბილისში და გორში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ზრუნავენ დევნილების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

4.      მოსაზრებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის     თავისუფლების თავის პრაქტიკაში დანერგვისა და სასურველ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ე. ბერუაშვილი