სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ( შემდგომში - ცენტრი )2014 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ( შემდგომში - ცენტრი ) 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე , კერძოდ :
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე ცენტრში შემოვიდა სულ 56 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 45 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სამი მოთხოვნის შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მომთხოვნ მხარეს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცემა ბაზაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ. კოლეგიური ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ ცენტრს გადაწყვეტილება არ მიუღია, ამჟამად წარმოებაშია 8 მოთხოვნა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა, ხოლო პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა.
დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში ცენტრის 8 თანამშრომელს დაედო შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო აქტებიც არ გამოუყენებია.
ვ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და მის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, თანხები არ გადახდილა.
ასევე, გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 24 დეკემბრის N946 ბრძანებით ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს უფროსი ნინო მეგრელი დაინიშნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად.
ცენტრის 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
56
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
1
მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
8
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიურ საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
დირექტორის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაშვილი