სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე

მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

 

(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)

 

საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:

 

-                                                  ადმინისტრაციაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 36 მოთხოვნა;

-                                                  საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე ადმინისტრაციაში მოთხოვნა არ შემოსულა;

-                                                  ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

 

-                                                  დაკმაყოფილდა 36 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

-                                                  არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

-                                                  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

 

საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:

 

-                                                  ადმინისტრაციაში მუშავდება და ინახება შემდეგი საჯარო მონაცემთა ბაზები:

დისტანციური საინფორმაციო არხებისათვის საინფორმაციო ბაზა;

ტურიზმის  სფეროში  მომსახურების  ადგილობრივი  მიმწოდებლების  მონაცემთა  ბაზა;

ტურისტული რესურსების სივრცითი მართვის სისტემა.

-                                                  ადმინისტრაციის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

-                                                  რაც შეეხება პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემას, აღნიშნული განხორციელდა ერთხელ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით;

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:

-                                                  საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის დარღვევის საფუძვლით არ გამოვლენილა დისციპლინური სახდელის დადების არცერთი ფაქტი.

 

იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:

 

-        საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:

 

-        საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილითანხების შესახებ:

 

-        ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

 

ხელმძღვანელი                                                                                   გ. ჩოგოვაძე