საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 26.11.2009
ძალაში შესვლა 01.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2014
matsne.gov.ge 1,415 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2009 მიღება
01.12.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.11.2013 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 25.08.2016 შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 25.09.2017 საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 05.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდეგში “მხარეები”, სურთ რა ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ერთი მხრივ საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 1994 წლის 21 იანვარს პარიზში ხელმოწერილი ურთიერთგაგების, მეგობრობისა და ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების, მეორე მხრივ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს  პარიზში ხელმოწერილი კულტურული, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ზრუნავენ რა განახორციელონ ეფექტური თანამშრომლობა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1961 წლის 30 მარტის კონვენციის ფარგლებში ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ, რომელშიც 1972 წლის 25 მარტის პროტოკოლით შევიდა შესწორებები, 1971 წლის 21 თებერვლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და 1988 წლის 19 დეკემბრის კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის შესახებ, ამოძრავებთ რა სურვილი მიიღონ აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით გამოხატული საერთაშორისო დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2000 წლის 15 ნოემბერს მიღებული კონვენციის და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ევროსაბჭოს 2005 წლის 16 მაისის  კონვენციის ფარგლებში დარწმუნდნენ რა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაში, შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I. თანამშრომლობა პოლიციის დარგში მუხლი 1🔗 თანამშრომლობის სფერო მხარეები აწარმოებენ ტექნიკურ და  ოპერატიულ თანამშრომლობას ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სფეროში და ერთმანეთს დახმარებას უწევენ შემდეგ დარგებში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სრული დაცვით: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; ნარკოტიკული ნივთიერებებით, ფსიქოტროპული საშუალებებით და მათი ქიმიური პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ეკონომიკური და ფინანსურ კანონდარღვევათა, კერძოდ, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანებით ვაჭრობის, განსაკუთრებით  ბავშვების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით, უჯრედებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არალეგალური იმიგრაციისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალის, კერძოდ არალეგალური იმიგრაციის ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა; საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება; ყალბი და ფალსიფიცირებული საგადასახადო საშუალებებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წინააღმდეგ ბრძოლა; იარაღის, შეიარაღების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ბირთვული საშუალებების, ქიმიური ნივთიერებების და ბაქტერიოლოგიური მასალების, ასევე სხვა სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულებით გამოყენებული სახიფათო ნივთიერებების, საქონლისა და ტექნოლოგიების ქურდობისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; მოპარული ავტომანქანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; კულტურისა და ხელოვნების მოპარული ნიმუშებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; იმ კრიმინალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც აზიანებენ გარემოს და ჯანმრთელობას; საერთაშორისო ქსელის ფორმით არსებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა; ტექნიკური და სამეცნიერო დარგების პოლიცია და პოლიციური საგამოძიებო მეთოდები; კადრების მომზადება; შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების სრული დაცვით წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებზეც მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებით. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული თანამშრომლობა სისხლის სამართლებრივი დახმარების და ექსტრადიციის სფეროში. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის ფორმები        წინამდებარე შეთანხმების თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს: 1.    ინფორმაციის გაცვლას კრიმინალური ორგანიზაციების სტრუქტურაზე, ფუნქციონირებასა და მეთოდებზე, ამ კონტექსტში სისხლის სამართალდარღვევების გარემოებებზე, ასევე, შესაბამის სისხლის სამართლებრივ ღონისძიებებზე და ახალი დარღვევების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ზომებზე, 2.   პოლიციური ზომების ამოქმედებას ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოხატული მოთხოვნის საფუძველზე; 3.   გამოცდილების გაზიარებას იმ სამართლებრივი ნორმების შესასრულებლად, რომლებიც არეგულირებენ კრიმინალის პრევენციას, ასევე გამოყენებული კრიმინალისტიკური მეთოდების, საშუალებებისა და ტექნიკის შესახებ, კადრების მომზადებისა და მსხვერპლთა დახმარების პროგრამების ჩათვლით; 4.   პოლიციური ზომების კოორდინაციას და ურთიერთდახმარებას როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მასალებით კომპეტენტური პირების მიერ ხელმოწერილი დამატებითი შეთანხმების საფუძველზე; 5.   სპეციალისტების გაცვლა პროფესიული დონის ამაღლებისა და საერთაშორისო დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების, მეთოდებისა და თანამედროვე ტექნიკის გაცნობა-ათვისების მიზნით; 6.   ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგიერთ სფეროში; 7.   ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზება; 8.   მაღალ დონეზე შეხვედრების ორგანიზება სულ მცირე წელიწადში ერთხელ შიდა უსაფრთხოების საკითხში არსებული მდგომარეობის ანალიზისა და ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით. 9.   მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო კრიმინალის ახალი ფორმებისა და მეთოდების შესახებ. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული მხარე გადასცემს მეორე მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ნიმუშებს, საგნებს და ინფორმაციას. მუხლი 3🔗 წარმომადგენლების მივლინება მხარეთა შორის თანამშრომლობა ასევე შეიძლება განხორციელდეს კავშირის ოფიცრების მეშვეობით. კავშირის ოფიცერი ახორციელებს საინფორმაციო და მრჩევლის საქმიანობას და არ გააჩნია პოლიციის უფლებამოსილება. მუხლი 4🔗 ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის  სფეროში თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმები ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების მოყვანის, წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის და უკანონო რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები იღებენ კოორდინირებულ ზომებს და უცვლიან ერთმანეთს: 1.        ინფორმაციას იმ კრიმინალური ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებასა და ვაჭრობაში, მათ მიერ გამოყენებული მეთოდების, მათი სამალავებისა და ტრანსპორტირების საშუალებების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების წარმომავლობის, ტრანზიტის, შესყიდვისა და დანიშნულების ადგილის შესახებ, აგრეთვე ყველა ცალკეული დეტალის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ დარღვევებთან და  რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მათ თავიდან აცილებაში, ხელის შეშლასა და გამოვლენაში; 2.        ოპერატიულ ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული მეთოდების და ამის შედეგად მიღებული ფულის გათეთრების შესახებ; 3.        ინფორმაციას კრიმინალისტიკაში და კრიმინოლოგიაში არსებული კვლევების შედეგების თაობაზე, რომელიც შეეხება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობასა და მათი ბოროტად გამოყენებას 4.        ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების ნიმუშებს, რომლებიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული, აგრეთვე ტექნიკურ ინფორმაციას მათი ამოღების შესახებ; 5.        ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების კონტროლისა და კანონიერი ვაჭრობის შესახებ არსებული გამოცდილების შედეგებს და აგრეთვე ამასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ინფორმაციას. მუხლი 5🔗 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმები       ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, მხარეები ცვლიან ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ: 1.        დაგეგმილი ან განხორციელებული ტერორისტული აქტები, მათი შესრულების ფორმები და მათ ჩასადენად გამოყენებული ტექნიკური საშუალებები; 2.        ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც გეგმავენ, ახორციელებენ ან უკვე განახორციელეს ტერორისტული აქტები ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ხელყოფენ მეორე მხარის ინტერესებს. თავი II: თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში მუხლი 6🔗 თანამშრომლობის სფერო მხარეები თანხმდებიან რომ განავითარონ თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შემდეგი ფორმებით: -    სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა სამოქალაქო უსაფრთხოების,  აგრეთვე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვის სფეროში; -    ექსპერტებისა და სპეციალისტების გაცვლა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში; -    სპეციალისტების მომზადება; მუხლი 7🔗 დახმარება ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დროს ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დროს, მხარეები თანხმდებიან ორმხრივ დახმარებაზე. ერთი მხარის მიერ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მეორე მხარე შესაძლებლობის მიხედვით გზავნის ექსპერტთა ან სამაშველო სპეციალურ ჯგუფებს. აღნიშნული ჯგუფების გაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომთხოვნი მხარე.  თავი III: საერთო და საბოლოო დებულებები მუხლი 8🔗 მოთხოვნათა  განხილვა წინამდებარე შეთანხმებით შიდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებათა ერთობლიობა ხორციელდება თითოეული მხარის მიერ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სრული დაცვით. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეულ მხარეს შეუძლია უარი თქვას ინფორმაციის გაცემაზე მეორე მხარისათვის თუ ჩათვლის, რომ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი ქმედება დაარღვევდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეულ მხარეს შეუძლია უარყოს მეორე მხარის ტექნიკური და ოპერატიული თანამშრომლობის მოთხოვნა, თუ ჩათვლის, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს შეუქმნიდა მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების დადგენილ წესებს ან თავისი სახელმწიფოს სხვა ძირითად ინტერესებს. თუ რომელიმე მხარე უარყოფს მეორე მხარის თანამშრომლობის მოთხოვნას წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ის ამის შესახებ აცნობებს მეორე მხარეს. მუხლი 9🔗 კონფიდენციალურობა და მონაცემთა გამოყენების შეზღუდვა თითოეული მხარე კონფიდენციალურად იყენებს ინფორმაციას, რომელსაც მეორე მხარე ასეთად მიიჩნევს. მომწოდებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წინასწარი ნებართვის გარეშე წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ინფორმაციისა და დოკუმენტური მასალის  გამოყენება არ შეიძლება სხვა მიზნისათვის, გარდა იმისა, რისთვისაც ის იქნა გაცემული. გაცვლილი ინფორმაცია ან დოკუმენტური მასალა არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს, მომწოდებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული საგნები, მასალები, ნიმუშები, ტექნიკური საშუალებები და მისი თანმხლები დოკუმენტაცია არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მომწოდებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წინასწარი ნებართვის გარეშე. მუხლი 10🔗 ტექნიკური თანამშრომლობა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ტექნიკური თანამშრომლობა ხორციელდება მხარეებს შორის დიპლომატიური გზით წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ქმედებების განხორციელების კონკრეტული ფორმების დადგენა ხდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების შეთანხმებით. ტექნიკური თანამშრომლობა ხორციელდება ყოველწლიური პროგრამების საფუძველზე. მიწვეული მხარის ყოველი მივლინების დროს თარჯიმნით მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწვევი მხარე. მუხლი 11🔗 განხორციელება წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან კომპეტენტური მინისტრები. ამ მიზნით ისინი განსაზღვრავენ იმ ორგანოებს, რომლებსაც დაევალებათ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სხვადასხვა დარგების განხორციელება; ამ ორგანოების განსაზღვრის შესახებ მეორე მხარეს ეცნობება დიპლომატიური გზით. მუხლი 12🔗 ხარჯები       წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ფარგლებში და საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე თითოეული მხარე ფარავს თავის ხარჯებს, გარდა იმ ცალკეული შემთხვევებსა, როცა არსებობს მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილება. მუხლი 13🔗 სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართება       წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობას თითოეული მხარე ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვით. მუხლი 14🔗 შეთანხმების ინტერპრეტაცია წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და განხორციელებაზე წარმოშობილი ყველანაირი დავა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით. მუხლი 15🔗 შეთანხმების ძალაში შესვლა, ცვლილება, შეწყვეტა და ხანგრძლივობა შეთანხმება ძალაში შედის, მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მეორე თვის პირველ რიცხვში. წინამდებარე შეთანხმება იდება სამი წლის ვადით და  ავტომატურად გრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების  საფუძველზე. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ძალაში შედის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს დაწყებულ ღონისძიებებზე, თუ არ იქნა ორივე მხარის მიერ ერთობლივად მიღებული საპირისპირო გადაწყვეტილება. თითოეულ მხარეს შეუძლია შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმება მთლიანად ან ნაწილობრივ, მეორე მხარისადმი სამი თვით ადრე გაგზავნილი შეტყობინებით. ცვლილებები, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია მიღებულ იქნას იგივე ფორმით, როგორც შედგენილია წინამდებარე ტექსტი. რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელმომწერმა, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას და დაუსვეს ბეჭედი. შესრულებულია............................................................................(ადგილი),.............................................2009, ორ ეგზემპლარად, თითოეული ფრანგულ და ქართულ ენებზე,  ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით                                            საფრანგეთის რესპუბლიკის             (ხელმოწერილია)                                                                         მთავრობის სახელით                                                                                                           (ხელმოწერილია)