სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს

201 4 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2014 წლისანგარიშსსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით(ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე :

ა) სააგენტოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.

 

საჯაროინფორმაციისგაცემის შესახებ შემოვიდა სულ 52 ( ორმოცდათორმეტი) მოთხოვნა

დაკმაყოფილებულმოთხოვნათარაოდენობა

ნაწილობრივდაკმაყოფილებულმოთხოვნათარაოდენობა

მოთხოვნაზეუარისთქმისშესახებმიღებულგადაწყვეტილებათარაოდენობა

საჯაროინფორმაციაშიშესწორებისშეტანისმოთხოვნათარაოდენობა

დამუშავების პროცესში

45  მოთხოვნა

4  მოთხოვნა

2  მოთხოვნა

 0 მოთხოვნა

 1  მოთხოვნა

 

 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის  დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

მოთხოვნისდაკმაყოფილებისშესახებმიღებულგადაწყვეტილებათარაოდენობა

მოთხოვნაზეუარისთქმისშესახებმიღებულგადაწყვეტილებათარაოდენობა

გადაწყვეტილებისმიმღებისაჯარომოსამსახურისვინაობა

კოლეგიურისაჯაროდაწესებულებისმიერსაკუთარისხდომისდახურვისთაობაზემიღებულიგადაწყეტილებისრაოდენობა

49  მოთხოვნა

2  მოთხოვნა

იურიდიულისამსახურისიურისტი - თამარმემანიშვილი

0 გადაწყვეტილება

 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 49 (ორმოცდაცხრა) შემთხვევაში, მათგან 45 (ორმოცდახუთი) მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა სრულად, ხოლო 4 (ოთხი) მოთხოვნა ნაწილობრივ.

 

გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით, ხორციელდება სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის პროცესში ასევე ადგილი აქვს სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს გადაეცა სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის - eHRMS სააგენტოს საქმიანობის პროცესში დანერგვის მიზნით.

 

დ) ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.

 

სააგენტოსთანამშრომელთამიერსაქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსისმოთხოვნათადარღვევისრაოდენობა

პასუხისმგებელპირთამიმართგამოყენებულიდისციპლინურისახდელებისრაოდენობა

0

0

 

საანგარიშო პერიოდში, სსიპსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმოთხოვნათა დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, შესაბამისად დისციპლინური სახდელების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 (ორი) შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული 4 (ოთხი) მოთხოვნა. სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის, ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის N30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვა, ასევე ის გარემოება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს.

სსიპსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.

 

ვ)ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

სსიპსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებელს განემარტა მისი უფლებები და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ასევე ინფორმაცია მიეწოდა სააგენტოს იმ სამსახურის შესახებ, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სსიპსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უარის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.

 

ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის  გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების  გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 10 ნოემბრის N122 ბრძანებით განისაზღვრა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე წლის განმავლობაში ერთჯერადად გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) გაცემა განხორციელდა ბრძანებით დადგენილი ოდენობების ფარგლებში.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ხარჯების გაწევას სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

 

გრიგოლ გაგოშიძე

 

დირექტორი