„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2939
სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.002.213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 15/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

     „მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე გირაოს სახით საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე აღსრულება მოახდინოს ამ კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2939-Iს