ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:
მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2014 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,77” განცხადება, მათ შორის:
მოქალაქის განცხადება - 23
ჟურნალისტის განცხადება - 30
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის - 5
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს - 1
ადამიანის უფლებათა დაცვის და პენიტენციალური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის - 1
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - 3
ახალგაზრდა ადვოკატების - 2
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - 2
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯფუფის - 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების - 1
გაეროს ბავშვთა ფონდის - 1
საინფორმაციო ცენტრის - 1
რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია”- 1
აჭარის უმაღლესი საბჭოს - 1
ქ. ბათუმის მერიის - 1
ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა” ს - 1
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადება - 1
შემოსული განცხადებებიდან ,,58” მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ,,12” ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ,,07“ არ დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ
ლალი ქუთათელაძე - 2009 წლის 07 ოქტომბრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
კანცელარიისა და მოქალაქეთა
მისაღები განყოფილების უფროსი ლალი ქუთათელაძე