ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე მარინე ტყეშელაშვილი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას  საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

2014 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა ,, 47  ” განცხადება,  მათ შორის:

  შემოსული განაცხადებებიდან  41 მოთხოვნა დაკმაყოფილდა,  არ დაკმაყოფილდა   6, მათ შორის,  1 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის  მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს; 1 მოთხოვნა ეხებოდა სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერის მიწოდებას, რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად სასამართლოს რესურსებით შეუძლებელია და განმცხადებელმაც ვერ წარმოადგინა მხარეების წერილობითი თანხმობები; 2 შემთხვევაში განცხადება ვერ აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ არ იყო ხელმოწერილი; 2  შემთხვევაში კი საქმე საიდანაც ინფორმაციას ითხოვდნენ არ იმყოფებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით ან ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება  არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი -www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.

სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2612273/