სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის #41 საჯარო სკოლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01400984348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის № 41 საჯარო სკოლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  სსიპ  მიხეილ გრუშევსკის სახელობის  ქალაქ თბილისის№41 საჯარო სკოლის 2014წლის ანგარიშს:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე 10.12.13-დან - 10.12.14-მდე სულ შემოსულია 645 მოთხოვნა-წერილი, პასუხი გაცემულია 551 წერილზე, 94  წერილი არ ითხოვდა პასუხის გაცემას. 

ბ) ყველა შემოსულ მოთხოვნაზე გაცემულია პასუხი, ხოლო კოლეგიალური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ არც ერთი განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

გ) მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემას Emis-სათვის გადაცემული იყო ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლებზე (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) 520  მოსწავლეზე.

დ) დისციპლინური სახდელი-გაფრთხილება დაეკისრა 17 საჯარო მოსამსახურეს (მასწავლებლებს), ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის, დაგეგმილ ღონისძიებათა ანგარიშის არ წარმოდგენის და მოსწავლეთა აღრიცხვის დროულად არ შესრულების გამო.

ე) საჯარო ინფორმაციის გადაცემისას სკოლა ხელმძღვანელობდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ვ) ზ) საჯარო ინფორმაცის გაცემაზე 10.12.13-დან - 10.12.14-მდე სულ შემოსულია 645 მოთხოვნა-წერილი. პასუხი გაცემულია 551  წერილზე, ხოლო დანარჩენი არ ითხოვდა პასუხის გაცემას. კოლეგიალური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ არც ერთი მოთხოვნა-გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არც იყო გასაჩივრებული, მათ შორის გადაწყვეტილება მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ არ ყოფილა.

 

სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის

ქალაქ თბილისის № 41

საჯარო სკოლის დირექტორი :                                                   რ . ჯავახიშვილი