საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, საჯარო მოსამსახურეები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა. შ.
2014 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 501 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 484 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 17, მათ შორის, 16 მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:
1. გოჩა დიდავამ - სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა 20; მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 19, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 1 (მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა);
2. ბადრი ნიპარიშვილმა - სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენოდა - 37; მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 29, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 8 ( 7 მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა, ერთი - არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას);
3. ვანო ბოლქვაძემ - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 163; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
4. გიორგი გეგელიამ - სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 161; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
5. ალექსანდრე წულაძემ - ანალიტიკური განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 97; მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 89; დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 8 გადაწყვეტილება (რვავე მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა);
6. ზურაბ სინატაშვილმა - სასამართლო სტატისტიკის, პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 2; ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
7. ირაკლი გოცირიძემ - საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსმა – გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 6; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
8. გულიკო ორთოიძემ - თავმჯდომარის ბიუროს მთავარმა კონსულტანტმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 12; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
9. ნანა ვასაძემ - თავმჯდომარის ბიუროს უფროსის მოადგილემ – გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 3; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე უზენაეს სასამართლოში მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ გამოვლენილა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური, 597 ლარი და 25 თეთრი, დარეგისტრირებულია სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.
უზენაეს სასამართლოს აქვს საკუთარი ვებგვერდი, www.supremecourt.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. უზენაესი სასამართლო ყოველწლიურად გამოსცემს სტატისტიკურ კრებულს - „მართლმსაჯულება საქართველოში”, ასევე, კრებულის სახით პერიოდულად ქვეყნდება „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი” და ყველა აქტუალური ინფორმაცია თავსდება სასამართლოს ვებგვერდზე.
სასამართლოს მენეჯერი
ირაკლი ხუცურაული