ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საკრებულოს აპარატში სულ შემოვიდა 22 განცხადება.
ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით ეცნობა.
ამ განცხადებიდან:
ü 18 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა
ü 1 განცხადება ს უარი ეთქვა.
ü 3 განცხადება მიმდინარეა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მარიამ ქათამაძე.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა ყოველთვის დაცულია.
- 12 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის 1 განცხადებაზე გა იცა უარი. უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
12 თვის განმავლობაში სა კრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით,შეადგინა 0 ლარი.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სა კრებულო ში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. შუბითიძე