ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ანგარიში
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავის დებულების შესრულების თაობაზე
1. 2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 33 განცხადება;
2. 2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ნფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 33 მოთხოვნა;
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია;
4. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსის და აპარატის უფროსის მოადგილეების მიერ;
5. 2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია;
6. 2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვადასხვა გადაცემის ფაქტს ადგილი აქ ჰქონია;
7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახელების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
8. 2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაღლაკელიძე