ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2014
matsne.gov.ge 484 სიტყვა · ~2 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
საფინანსო ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომლებიც პასუხისმგებელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.
მუხლი 1
გადანაწილება
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
მუხლი 1
თანხების ასახვა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.12.2014 ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.04.2015 ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.03.2018 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 04.05.2015 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 26.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 2014 წლის 11 დეკემბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი - დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი მუხლი 1🔗 1. წესში გამოყენებულ ტერმინების  მნიშვნელობა: ა) საფინანსო ორგანო – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომლებიც პასუხისმგებელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე. ბ) გადანაწილება–ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. გ) თანხების ასახვა–საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. მუხლი 2🔗 1. წესი განსაზღვრავს: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს. ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. მუხლი 3🔗 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გათვალისწინებული ასიგნებებისა. მუხლი 4🔗 1. განაწილების უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი, აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). მუხლი 5🔗 გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. მუხლი 6🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვის უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 3. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. მუხლი 7🔗 განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. მუხლი 8🔗 1. განაწილების ან/და თანხების ასახვა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.