სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და

ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის 2014 წლის ანგარიში

 

სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და

ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის 2014 წლის ანგარიში

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

 

2014 წლის განმავლობაში სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა8 განცხადება. 6 განცხადებაში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცა დაუყოვნებლივ, ხოლო 2 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემისთვის გამოყენებულ იქნა ათდღიანი ვადა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი მოთხოვნა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაცია გაიცა ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, მთავარი სპეციალისტის მარიამ დავითაშვილის მიერ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცენტრში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით განცხადება არ შემოსულა.

2014 წლის განმავლობაში (მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე) ცენტრში არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არცერთი დარღვევა. შესაბამისად, ცენტრის არცერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

 

დირექტორის მ/შ                                                        ნ. ხარაიშვილი