საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2930-Iს
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 01.01.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 24.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2015 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის №1842-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016192).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმანანა კობახიძე
ქუთაისი,
11 დეკემბერი 2014 წ.
N2930-Iს