თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს ინფორმაციის
თავისუფლების შესახებ დებულების შესრულების თაობაზე
2014 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 09 განცხადება, აქედან 2 განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, ხოლო 7 განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.
განცხადებები შემოსულია:
1. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიუროდან -
1 განცხადება;
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისიდან - 2 განცხადება;
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობიდან - 1 განცხადება;
4. ტელეკომპანია „თანამგზავრი“-დან - 1 განცხადება
5. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარე - 1 განცხადება
6. მოქალაქეებიდან შემოსულია - 3 განცხადება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.
შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.
შემოსული 09 განცხადებიდან 09 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 02 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, 07 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მოთხოვნილი ინფორმაციებიდან ძირითადად ითხოვდნენ:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
- საკრებულოში არსებული ფრაქციების შესახებ ინფორმაციას;
- საკრებულოს აპარატში დასაქმებულ თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციას;
- 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე დაწინაურებულ, გათავისუფლებულ და დანიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციას.
- საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებს საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების და ამომრჩევლების მიღების დღეების გრაფიკების დამტკიცების შესახებ ინფორმაციას.
- 2013-2014 წლების სოფლის დახმარების პროგრამით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები თანხების და სოფლების მითითებით.
2014 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი ს . მეგუთნიშვილი