⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2017)
გაუქმებულია:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2014
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 993 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2014 მიღება
26.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №41 2014 წლის 12 დეკემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“  საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება“ თანდართული დანართი №1 შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს  №12 დადგენილება ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი დანართი  №1 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური 1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, გამგეობის დებულების, ამ დებულების  და სხვა მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის  მიზნები და ამოცანები 1. სამსახური ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, შედეგად აანალიზებს და აფასებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების  ეფექტურ  შესრულებას და შედეგად გამგეობის დასახული მიზნების მიღწევას. 2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოს ინფორმაციით გამგეობაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; გ) გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს; დ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას; ვ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივ კონტროლს, ახდენს მოხელეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას; თ ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოწმების ჩატარებას და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას. ი) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას. კ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ლ) საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ გათვალისწინებული შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის  უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურის უფლება-მოვალეობაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: ა) სისტემური აუდიტი, ბ) შესაბამისობის აუდიტი, გ)  ეფექტიანობის აუდიტი, დ) ფინანსური აუდიტი ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; 2. შიდა აუდიტი უფლებამოსილია  კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოქმედებების განხორციელებისას დაწესებულების სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს დაწესებულების სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; 3. სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულებით დადგენილი მოთხოვნები,  შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა  და პერსონალი 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან. 2.  სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. განყოფილებები  შედგება განყოფილების უფროსების და მოხელეებისგან, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურს აქვს ორი განყოფილება: ა) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  განყოფილება; ბ) ინსპექტირების განყოფილება; მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებს შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ზ) გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. მუხლი 7🔗. სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენას და მათი მართვის ხარისხის შეფასებას; ბ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებას; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას; ზ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; თ) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ანგარიშის შედეგად გამოვლენილი გადახრების აღმოფხვრის და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს; ი) კომპეტენციის ფარგლებში  გამგებლისა და უშუალო ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფას; მუხლი 8🔗. სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივ კონტროლს,  მოხელეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას; ბ ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენას; გ) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას; დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობის განხორციელებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში  გამგებლისა და უშუალო ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფას.