ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17-54
სარეგისტრაციო კოდი 200250000.35.101.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 29.06.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17-54
2014 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
„ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE”, სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ“ 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ქონებაზე, ინვესტორი იხდის ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,2%-ს;
ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,3%-ს;
გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,4%-ს;
დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 1,0%-ს.
2.
„ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE”, სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ“ 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 20%-ის ოდენობით;
ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 30%-ის ოდენობით;
გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 40%-ის ოდენობით;
დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, ინვესტორი იხდის იმ დროისთვის არსებულ მიწაზე ქონების გადასახადზე შედარებით დაბალ ტარიფს.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-26 გადაწყვეტილება.
4.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი