ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "აბვ ჯგუფის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
saqme #2/ 537-20 1 4
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2014 წლის 9 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ, ანა გაბრიჭიძის მდივნობით კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
g a m o a r k v i a :
შპს ,,აბვ ჯგუფის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბექა ვეკუამ და,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-17 მუხლების შესაბამისად შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა, ხოლო მოტივად საზოგადოების გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთითა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს ,,აბვ ჯგუფის’’ დირექტორის ბექა ვეკუას განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით მომრიგებელი საბჭოს წევრებად დამტკიცდა: არჩილ ვეკუა (პ/ნ 19001006226), თეონა გრძელიძე (პ/ნ 6001010295) და ლევან კვიცარიძე (პ/ნ 60001122981).
2014 წლის 9 დეკემბერს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, მიჩნეული იქნა, რომ უნდა შეწყდა შპს ,,აბვ ჯგუფის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მ ომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:ა) გაკოტრების შესახებ;ბ) რეაბილიტაციის შესახებ;გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მომრიგებელი საბჭოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-9, 33-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
3 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,აბვ ჯგუფის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე