დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად საანგარიშო პერიოდში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია 23 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. გამგეობის მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

საანგარიშო პერიოდში გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელი არ განხორციელებულა.

საანგარიშო პერიოდში გამგეობის საჯარო მონაცემთა ბაზაში შეგროვებულია 50 პერსონალური მონაცემი, სულ ინახება 156 პერსონალური მონაცემი, სხვაზე გადაცემულია 21 პერსონალური მონაცემი.

ვინაიდან საანგარიშო პერიოდში გამგეობის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ თქმულა ან/და სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, გადაწყვეტილების გასაჩივერებას ადგილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე თანხები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ არ გახარჯულა

გამგებელი: გოგი ბარბაქაძე