ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №40 დადგენილება “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის სფერო და მიზანი
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს.
2.
პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რაც ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.
მუხლი 2🔗.
სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამები:
ა)
ხანგრძლივად მოავადე პაციენტების სამედიცინო მომსახურება, რომელთა კვლევას და მკურნალობას არ აფინანსებს არცერთი სამედიცინო პროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);
ბ)
ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);
გ)
დიალიზის პროგრამით მოსარგებლის ბინის ქირით უზრუნველყოფა;
დ)
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მუხლი 3🔗.
ხანგრძლივად მოავადე პაციენტების სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა
1.
პროგრამის მოსარგებლეა შაქრიანი დიაბეტით, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით, ბრონხიალური ასთმით და ართრიტებით ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი, გადაუდებელი თერაპიული მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.
2.
მოსარგებლე ფინანსდება წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
3.
დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა IV- N100/ა), სადაც მითითებული იქნება:
გ.ა)
პაციენტი საჭიროებს უწყვეტი, გადაუდებელი თერაპიული მკურნალობის კურსს.
გ.ბ)
მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომლებიც უნდა დაფინანსდეს;
დ)
ანგარიშ-ფაქტურა, ან ინვოისი.
მუხლი 4🔗.
ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების ქვეპროგრამა
1.
პროგრამის მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტური მკურნალობა.
2.
მოსარგებლე ფინანსდება წელიწადში ერთჯერადად, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
3.
მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);
დ)
ანგარიშ-ფაქტურა, ან ინვოისი.
მუხლი 5🔗.
დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა
1.
პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.
2.
მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.
3.
დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა IV- N100/ა);
დ)
საბანკო ანგარიში;
მუხლი 6🔗.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1.
მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური გამოკვლევები ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელი რჩება, მაშინ როდესაც მთელი რიგი დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
2.
დახმარება გაეწევა ქ. ამბროლაურში რეგისტრირებულ მოსახლეობას მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით:
ა)
სოციალურად დაუცველ 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 0-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები - 100 %-ით.
ბ)
სხვა დანარჩენი მოსახლეობა- 50%-ით.
3.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო ქვეპროგრამის მოსარგებლეები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ ითვალისწინებს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო კვლევას.
4.
ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება საზღვარგარეთ დიაგნოსტიკური კვლევა და ასევე, უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობა.
5.
დაფინანსდება შემდეგი მომსახურეობები:
ა)
კომპიუტერული ტომოგრაფია;
ბ)
ანგიოგრაფიები;
გ)
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
დ)
გასტროსკოპია;
ე)
კორონაროგრაფია (დაფინანსდება შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით);
6.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია (ექიმის დანიშნულებით) ბენეფიციარისთვის ორი ან მეტი გამოკვლევის დაფინანსება, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს.
7.
მოქალაქემ/წარმომადგენელმა ქვეპროგრამით სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
სოციალურად დაუცველებმა - ამონაწერი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
მუხლი 7🔗.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 8🔗.
პროგრამის შედეგი
1.
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნება, გაუმჯობესება. შესაძლებლობის შეზღუდვის შემცირება, მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან დაცვა.
2.
მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციამდე პერიოდში დაავადებათა დაგვიანებული დიაგნოსტიკით გამოწვეული გართულების პრევენცია მაღალტექნოლოგიურ აამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მუხლი 9🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2.
პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამოდენიმე ქვეპროგრამით.დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000(ორი ათასი) ლარს;
3.
სამედიცინო მომსახურეობის სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის,ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.