საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№990427
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტროს 2014 წლის წლიური ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავის­უფ­ლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის N23/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამ­მარ­თ­ველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს. საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის N1/კ-59 ბრძანების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ირაკლი კოპალიანი.

2014 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრა­ციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინაე წარმოდგენილ იქნა 730 განცხადება (საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინის­ტროში მოთხოვნა არ შემოსულა). ამათგან, 239 მოთხოვნა დაკავშირებული იყო განმც­ხა­დებლების მიერ პერსონალური მონაცემების მოთხოვნასთან.

წარმოდგენილი განცხადებებიდან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზ­რუნ­­ველ­ყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. დასაბუთებული უარი ეთქვა 61 განმცხადებელს (აღნიშნულის საფუძ­ველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). 10 განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება.

სამინისტროში  ფუნქციონირებსდოკუმენტბრუნვისელექტრონულისისტემა, რისშედეგადაც  აღნიშნულპროგრამაშიმონაცემთაბაზებისშექმნახორციელდებაავტომატურრეჟიმში. სამინისტროსმიერპერსონალურიმონაცემებისშეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასადასხვისთვისგადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება„პერსონალურმონაცემთადაცვისშესახებ“საქართველოსკანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათაშესაბამისად. აღნიშნული და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადმინისტრაციული დახმარების კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად), სამინისტროში ასევე განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება დამატებით 96 განცხადებასთან დაკავშირებით.

2014 წლის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა 2 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან არცერთი დაკმაყოფილდა. 1 ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს მთავრობაში (აღნიშნული საჩივარი ავტორმა გაიხმო უკან). სამინისტროს გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში გასაჩივრდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, რომელთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამჟამად მიმდინარეობს.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

2014 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა. ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.

 

    მინისტრი:                             თამარ სანიკიძე