დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.156.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №73
2014 წლის 15 დეკემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების პრემიების გაცემისწესს, პირობებს და მის ოდენობას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვისან/დაგანსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი
1. პრემია გაიცემა საკრებულოს თანამდებობის პირებზე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს (საკრებულოს, საკრებულოს კომისების, ფრაქციებისა და ბიუროს სხდომებში მონაწილობა) საფუძველზე.
2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
3. პრემიის გაცემა ხორცილდება დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .
2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.