სსიპ ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის მცხეთის მინიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31400995754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის ინფორმაციის თვისუფლების თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, სსიპ ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის მცხეთის მინიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშს:

 

ა) სსიპ ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 87 განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას, არცერთი ასეთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული .

 

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1საჯარო სკოლაში შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 87 მოთხოვნა, უარი არ თქმულა არცერთ მოთხოვნაზე.

 

გ) სსიპ ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლა მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის#1 საჯარო სკოლის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3

თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე

დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემისას, გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის

გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სკოლა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ვ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარი არ თქმულა, აქედან გამომდინარე არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი

ზ) სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის)სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სკოლისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

დირექტორი:                                                     სოფიო კუბლაშვილი