ასპინძის მუნიციპალტეტის საკრებულო 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიში
2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია 39 კორესპოდენცია ინფორმაციის გაცემის შესახებ. კერძოდ:
- ფიზიკური და იურიდიული პირები ითხოვდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას;
- 2014 წლის ივლისიდან დეკემბრამდე საკრებულოს აპარატში დანიშნულ, დაწინაურებულ, დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანილ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნუსხას; ასევე დანიშნულ და გათავისუფლებულ პირთა სიას, მათი თავდაპირველი დანიშვნა-განთავისუფლების საფუძვლის მითითებით;
- ინფორმაციას რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული და გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ;
- ინფორმაციას 2014 წელს, სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შესახებ;
- საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმებს, საოქმო გადწყვეტილებების ამონაწერს ;
- საკრებულოს წევრთა რაოდენობას, მათ პარტიულობას, ფრაქციების რაოდენობას და მათ შემადგენლობას;
- ინფორმაციას 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 24 ივლისამდე და 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული პრემიის ოდენობის შესახებ;
- ინფორმაციას აუდიტორის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ;
- ინფორმაციის მიწოდებას ვაკანსიებთან და საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით;
- ინფორმაციას 2013 წელს ჩატარებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმების შესახებ;
- ინფორმაციას 2014 წლის 18 ივნისის შემდეგ მოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ;
- ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული საშტატო ერთეულის შესახებ, შტატგარეშე მოსამსახურეთა ოდენობას, 2014 წლის მარტის თვეში საკრებულოს თავმჯდომარის ელ-ფოსტიდან სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების შესახებ;
- ინფორმაციას ომის ვეტერანებზე ფულადი თანხების გაცემის შესახებ;
- ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობის შესახებ;
- ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობის დაგეგმვის შესახებ;
- სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე გამოყოფილი დახმარების შესახებ;
- ინფორმაციას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების შესახებ;
- ინფორმაციას საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე შემოსული განცხადებების და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების რაოდენობის შესახებ;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მელიქიძე