არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2228
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2014
matsne.gov.ge 497 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2228 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 30.06.2016 ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 08.01.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პეის ტერმინალისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პეის ტერმინალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 18.12.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 21.03.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 18.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2228 2014 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „კახეთი-იონს“ (ს/კ №227766842) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი უზუფრუქტუარის არსებობის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თელავში, ალადაშვილის ქუჩა №2-ში მდებარე 3875 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით – 591 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.20.42.456). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების გადაცემის პირობებად განისაზღვროს:  ა) ჰემოდიალიზის ცენტრის (რომელიც გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 12 (თორმეტი) სავარძელზე), ონკოლოგია/ჰემატოლოგიის განყოფილებისა და სისხლის ასაღები პუნქტის/ლაბორატორიის მოწყობისა და ფუნქციონირების დაწყების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების რეაბილიტაცია, შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში;  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით  500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება, შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;  გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებისთვის არანაკლებ 10 (ათი) თანამშრომლის დასაქმება, ხოლო სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 15 (თხუთმეტი) თანამშრომლის დასაქმება;  დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ უზუფრუქტის ვადით პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ჰემოდიალიზის ცენტრის, ონკოლოგია/ჰემატოლოგიის განყოფილებისა და სისხლის ასაღები პუნქტის/ლაბორატორიის  ფუნქციონირების  მიზნით გამოყენება;  ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  ჰემოდიალიზის ცენტრის სავარძელების რაოდენობის არანაკლებ 22-მდე (ოცდაორამდე)  გაზრდა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელში.  3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი