„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2136
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ნაწილობრივი, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 2 565 000 (ორი მილიონ ხუთას სამოცდახუთი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი