სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან - 2014 წლის 10 დეკემბრამდე) საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1055/18-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  ანგარიში

(2013 წლის 10 დეკემბრიდან - 2014 წლის 10 დეკემბრამდე)

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის  10 დეკემბრამდე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ.

1.      საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურში შემოვიდა 3 განცხადება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ სამივე განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

2.      საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით არავის მოუმართავს.

3.      მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით, იქმნება ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებას ახდენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახური კანონმდებლობით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილებების ადმინისტრირების პროცესში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ამასთან, ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას გამოიყენება ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზ ის მონაცემები, რისთვისაც სამსახურის მიერ წარმოებული ვეტერანთა მონაცემების ელექტრონული ბაზა ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

4.      საანგარიშო პერიოდში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა და ამ საფუძვლით დისციპლინური სახდელის შეფარდება არ მომხდარა.

5.      საანგარიშო პერიოდში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  არ გასაჩივრებულა.

 

 

სამსახურის დირექტორი:                                   ირაკლი შიხიაშვილი