სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლა 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 45 განცხადება, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 11 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას, არცერთი ასეთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლაში შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 45 მოთხოვნა, უარი არ ეთქვა არცერთ მოთხოვნას, გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნოზაძე 2013 წლის 10 დეკემბრიდან 7 ოქტომბრამდე და დირექტორის მ/შ ნანი დემურიშვილი 2014 წლის 7 ოქტომბრიდან ამასთან, საანგარიშო პერიოდში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლაში არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული სხდომის დახურვის თაობაზე.
გ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლა მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სკოლაში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ საქმისმწარმოებელს - ეთერ ქოქაშვილს , ბუღალტერს - მაია წიკლაურს. რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემისას, გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სკოლა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ვ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარი არ თქმულა, აქედან გამომდინარე არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი .
ზ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სკოლისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ: ნ.დემურიშვილი