სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
წარმოგიდგენთ საქართველოს სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის 2014 წლის 8 დეკემბრის №2/126 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ლეილა ლათიფაშვილი.
ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი) განცხადება-ინფორმაცია სკოლაში დასაქმებული პედაგოგების სტაჟის შესახებ. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
სკოლის დირექტორი: ი. ლაპიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“?
- „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2631021/