დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

 ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია 24 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. საკრებულოს მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელი არ განხორციელებულა.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საჯარო მონაცემთა ბაზაში ინახება 15 პერსონალური მონაცემი, არცერთი პერსონალური მონაცემი არ გადაცემულა სხვაზე.

ვინაიდან საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ თქმულა ან/და სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, გადაწყვეტილების გასაჩივერებას ადგილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე თანხები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ არ გახარჯულა.

ამასთან დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

24

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

15

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისთვის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასრგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

საკრებულოს თავმჯდომარე: ლერი ბერუაშვილი