ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესისა და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 16.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესისა და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №168 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესისა და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №168
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესისა და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისთვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ბ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფორმა.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისთვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
1.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობასთან (ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოპყრობის სპეციალური მოთხოვნები; ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის დადგენა (ექსპერტიზა); ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრის მომზადება, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დაშვებულია საბაზრო ქსელში განთავსების ან გადამუშავების მიზნით; იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაცია, რომლებიც არ არიან შეტანილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრში; ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასების განსაზღვრა/კლასების მინიჭება; ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა) დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების განსახორციელებლად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა შერჩევის, მათი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შეყვანისა და მონაცემთა ბაზის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტები და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) წარმოადგენს სამინისტროს მიერ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს (შემდგომში - პირი).
2.
მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა)
თეორიული ცოდნა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და მომიჯნავე სფეროში;
ბ)
შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
3.
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან:
ა)
საჯარო მოსამსახურეები;
ბ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის, შესაბამისი პროექტის ხელმძღვანელის და/ან ბიოლოგიურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის წარმომადგენლები;
გ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის (შემდგომში - ლიცენზია) მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილე ან ამ დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილე პირთან ან ლიცენზიის მაძიებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები;
დ)
ლიცენზიის მაძიებელი;
ე)
პირები, რომლებიც ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირებთან.
მუხლი 3🔗.
მონაცემთა ბაზა
1.
მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირებულ ერთობლიობას, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
2.
მონაცემთა ბაზას აწარმოებს სამინისტრო.
3.
მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტების შესახებ პერსონალური მონაცემებისა. მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
მონაცემთა ბაზა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა)
ექსპერტის სახელი, გვარი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა);
ბ)
ექსპერტის განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო (მათ შორის, საექსპერტო ორგანოებში მუშაობის) გამოცდილება (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვ.;
გ)
ექსპერტის მოქმედი საქმიანობა/სამსახური, დაკავებული თანამდებობა, სამსახურებრივი მოვალეობები.
მუხლი 4🔗.
მონაცემთა ბაზაში ექსპერტთა რეგისტრაცია, შერჩევის კრიტერიუმები
1.
პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა მისი თანხმობა ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული პროცედურებში მონაწილეობის თაობაზე.
2.
პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
დ)
ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენასთან ერთად პირი ავსებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფორმას (დანართი).
5.
მონაცემთა ბაზიდან ექსპერტის შერჩევა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიაში შესაყვანად ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
6.
მონაცემთა ბაზიდან ექსპერტის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განხილვისათვის (შესაბამის პროცედურაში მონაწილეობისათვის) აუცილებელი/შესაბამისი განათლება და სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;
ბ)
კონკრეტული განსახილველი საკითხის სპეციფიკის ცოდნა;
გ)
განსახილველი საკითხის მარეგულირებელი ნორმების/სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ქონა.