ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტის და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 16.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტის და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №158
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტის და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი”.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი
მუხლი 1🔗.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტის რეგულირების სფერო
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისია
კომისია წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სათათბირო/საექსპერტო ორგანოს, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში.
მუხლი 3🔗.
კომისიის ფუნქციები:
1.
კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
რეკომენდაციების/საექსპერტო დასკვნების მომზადება:
ა.ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
ა.ბ)
იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დაშვებულია საბაზრო ქსელში განთავსების ან/და გადამუშავების მიზნით;
ა.გ)
იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან შეტანილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში.
2.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის დადგენა (ექსპერტიზა).
3.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასების განსაზღვრა/კლასების მინიჭება.
4.
მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონისა და საერთაშორისო აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შემუშავება.
მუხლი 4🔗.
კომისიის უფლებამოსილებები
1.
კომისიის უფლებამოსილებები უსაფრთხოების მეორე კლასს მიკუთვნებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოებისას:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემაზე შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო), ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ განაცხადს, თანდართულ ინფორმაციასთან ერთად, განაცხადის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას;
ბ)
კომისია განაცხადზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ახდენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს უსაფრთხოების კლასს);
გ)
კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2.
კომისიის უფლებამოსილებები უსაფრთხოების პირველ კლასს მიკუთვნებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოებისას:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების პირველი კლასი, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო აღნიშნულ შეტყობინებას, თანდართულ ინფორმაციასთან ერთად, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას;
ბ)
კომისია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინებაზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახდენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს უსაფრთხოების კლასს);
გ)
კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.
კომისიის უფლებამოსილებები ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაციისას:
ა)
სამინისტრო, პროდუქციის მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ, რომელსაც განზრახული აქვს იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას, ამ ორგანიზმის რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ წერილობით განცხადებას და თანდართულ ინფორმაციას, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას;
ბ)
კომისია ახდენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს უსაფრთხოების კლასს);
გ)
კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.
2.
კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.
კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის საქმიანობას.
4.
წინამდებარე წესის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, კომისიის თავმჯდომარე იწვევს კომისიის სხდომას.
5.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს.
6.
კომისიის მდივანი:
ა)
უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას;
ბ)
ამზადებს კომისიის სხდომებს, ადგენს კომისიის დღის წესრიგის პროექტს;
გ)
უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის და სხდომის დღის წესრიგის კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე მიწოდებას;
დ)
კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას.
7.
კომისიის წევრი უფლებამოსილია:
ა)
მიიღოს მონაწილეობა კომისიის სხდომაში;
ბ)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
8.
კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უბრალო უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9.
კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ სხდომაზე.
10.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.