დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
2014 წელს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 28 მოთხოვნა. აქედან 26 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2 მოთხოვნაზე განმცხადებელს ეთქვა უარი მოთხოვნილი ინფორმაციის პერსონალურ მონაცემებზე კუთვნილების გამო (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 03 აპრილის N62/01 წერილის გათვალისწინებით). ხსენებული 2 მოთხოვნიდან 1 გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, სახელმწიფო მინისტრთან, რის დაკმაყოფილებაზეც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა. უარის თქმის შესახებ სახელმწიფო მინისტრის ბრძანება სასამართლოს წესით არ გასაჩივრებულა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი