საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 26.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.026.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე | თავდაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№76
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების
დამტკიცების შესახებ
,,სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სადისციპლინო წესდების” 24-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:
ა) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი) (დანართი №1);
ბ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი) (დანართი №2);
გ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი) (დანართი №3);
დ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი №4);
ე) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი №5);
ვ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი №6);
ზ) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი №7);
თ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი №8);
ი) მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი №9);
კ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი №10);
ლ) მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ (დანართი №11);
მ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №12);
ნ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №13).
2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №14).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე