საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლი თ გათვალისწინებული ანგარიშ ი
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)
ა ) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ :
სააგენტოში შემოსული, მათ შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მონაცემებით, (სააგენტო სარგებლობს აღნიშნული პროგრამით 2014 წლის 3 თებერვლიდან)საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსულია161განცხადება, პასუხი გაცემულია159 განცხადებაზე, ხოლო 2 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის , გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის , აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ :
2011წლის 17 ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად, ასევე 2013 წლის 1 ნოემბერიდან ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელ პირად განისაზღვრა სა აგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №032; 17.06.2011წ. და ბრძანება №159; 1.11.2013წ.)
2013 წლის1ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი(სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №160; 1.11.2013წ.)
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება ს იღებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ ი პირი. ამასთან გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაკმაყოფილდა 159 განცხადება, უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულ ა.
გ ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ :
სააგენტოში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადები ს შესახებ .
აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ 2014წელს არ დარღვეულა.
ე ) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ , რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას :
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე :
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ზ ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან , აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის , მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ :
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
დირექტორის მ/შ ზ. მახარაძე