„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №377 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III ნაწილი, 4.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. ანალიტიკური დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და ანალიტიკური დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი: „მუხლი 681. ანალიტიკური დეპარტამენტი ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების სექტორის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) ეკონომიკური პოლიტიკის ან/და საჯარო ფინანსების სექტორში პოლიტიკის ანალიზის ცოდნის და მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის ან/და საჯარო ფინანსების სექტორში რისკების შეფასება და ანალიზი; დ) ეკონომიკური პოლიტიკის ან/და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმირებისას ხარვეზების იდენტიფიცირება, უცხოური გამოცდილების, რეფორმით დაინტერესებული მხარეების პოზიციების შესწავლა, რეფორმის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგების ანალიზი; ე) ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამისი საკითხების ანალიზის საფუძველზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროექტების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებების მიერ მომზადებული, პოლიტიკის დოკუმენტების/რეფორმების შესაბამისობის შეფასება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამთავრობო დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა/კოორდინაცია; კ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების, ასევე პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება; ლ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.
4. 69-ე და 70-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 დეკემბრიდან. |
|