სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ქალაქ თბილისის  №108  საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები

1.      მონაცემები საჯარო სკოლის მოსწავლეთა შესახებ;

2.      მონაცემები საჯარო სკოლის მასწავლებლების და დირექცია/ადმინისტრაცია/ტექ-პერსონალის შესახებ;

3.      მონაცემები მშობელთა შესახებ;

4.      სკოლის დოკუმენტბრუნვის ინფორმაციული ბაზა;

5.      დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

6.      დაწესებულების მომსახურეთა ბაზა;

7.      შემოსული/გასული წერილები

8.      საშტატო განრიგი;

9.      სამეურვეო/პედაგოგიური საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

10.  მოსწავლეთა თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციული ბაზა;

11.  სკოლის ინვენტარის ჩამონათვალი და განფასება;

12.  სკოლის ტექნიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ

სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

   2014  წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

1. სკოლის ფინანსური მონაცემთა ბაზა;

2. სკოლაში დასაქმებულების/მასწავლებლის მონაცემთა ბაზა;

3. სკოლის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა;

4. სკოლის მშობელთა მონაცემთა ბაზა;

5. სკოლის პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზები.

   პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ

  2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:

1.      57 ( ორმოცდაჩვიდმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,

2.       1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე;

3.      57 ( ორმოცდაჩვიდმეტი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა,

4.      საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე არ არის გაცემული უარი და შესაბამისად  არ გასაჩივრებულა  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების  მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

5.       საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური გადაცდომის გამო დისციპლინური სახდელები;

6.      ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხა არ ყოფილა  გადახდილი სკოლის  ბიუჯეტიდან.

საჯარო სკოლის დირექტორი:                                                          მაია მღვდელაძე