სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
1. სკოლის ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
2. დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
3.მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაცემთა აღრიცხვის ბაზა.
4. შემოსული/გასული წერილები;
5.სამეურვეო საბჭოს ინფორმაციული ბაზა;
6.მოსწავლეთა თვითმმართველობის ინფორმაციული ბაზა;
7.სკოლის დისციპლინარული კომიტეტის ინფორმაციული ბაზა;
8.პედაგოგთა საბჭოს ინფორმაციული ბაზა;
9.საშტატო განრიგი.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2014 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. მოსწავლეებზე სამგზავრო ბარათების ასაღებად გაცემული ცნობები-89
2. მოსწავლეებზე საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების საგანის სრული თეორიული კურსის გავლის შესახებ გაცემული ცნობები -7
3. მოსწავლეებზე გაცემული ცნობები სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ - 117
4.მონაცემები 1998 წელს დაბადებული სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლის ვაჟებზე -25
5.მოსწავლეებზე გაცემული ცნობები ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩაბარების შესახებ - 46.
6.მოსწავლეებზე გაცემული ცნობები საელჩოებში წარსადგენად - 15.
7.მოსწავლეთა სწავლის შესახებ გაცემული ცნობები იუსტიციის სახლში წარდგენილი -7
8.თანამშრომლებზე გაცემული ცნობები მათი ანაზღაურების ოდენობის შესახებ -36.
9.წერილი სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლის 2013-1014 წლის თვითშეფასების შესახებ-1
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
1. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე -2
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე -არ შემოსულა
3. მოთხოვნა დაკმაყოფილდა -2
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი გაცემული არ არის.
5. არ გასაჩივრებულა არც ერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
6. არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა.
7. არ დაფიქსირებულა ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან,ასევე ,ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების,მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო
სკოლის დირექტორი ნ.ნასიძე