⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2023)
გაუქმებულია:

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის(მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №684
სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.018304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,286 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2014 მიღება
01.07.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის(მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №684 2014 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16​1 მუხლის მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის  წესი რეგულირების სფერო ეს წესი  არეგულირებს  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის  წესს,  მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში მონაწილე სუბიექტებს და მათ კომპეტენციას. მუხლი 2🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტები 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები/თანამდებობის პირები და სასამართლო. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანოები, მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ახდენენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის გზით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანოების გარდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ასევე ახდენს, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (შემდგომში − ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი). მუხლი 3🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის შექმნის წესი, უფლებამოსილება და შემადგენლობა 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი იქმნება ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელებული საუწყებათაშორისო საბჭოს მიერ. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის  განმსაზღვრელი ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელებული საუწყებათაშორისო საბჭო, თავისი გადაწყვეტილებით. 3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი შედგება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 12 წევრისგან. ამ ჯგუფის წევრი შეიძლება მხოლოდ იყოს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი, ფსიქიატრი და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი. 4. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობაში, დამატებით, სათათბირო ხმის უფლებით,  მონაწილეობს სახალხო დამცველი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. 5. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. 6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო. მუხლი 4🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის  უფლებამოსილების ვადა 1.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეადგენს სამ წელს. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე  უწყდება წევრობა: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრისათვის დაკისრებული მოვალეობების სისტემატიური შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში; გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრის მიერ მსხვერპლის ან სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში; დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ახალი შემადგენლობა არ იქნა დამტკიცებული, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი  ჯგუფის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.  4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრის მიერ მოვალეობების სისტემატიურ შეუსრულებლობაში იგულისხმება − მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოსათვის დასტურის გაცხადების შემთხვევაში, მისი სხდომაზე ზედიზედ 5-ჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ხოლო არაჯეროვან შესრულებაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მუშაობაში ხელის შეშლა, არასაპატიო მიზეზით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა. 5. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სრული შემადგენლობის 2/3-ს ვადაზე ადრე შეუწყდება უფლებამოსილება, უფლებამოსილებაშეწყვეტილ წევრთა  ნაცვლად ახალი წევრების შერჩევა და დამტკიცება ხდება  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 5🔗. მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცედურის დაწყების საფუძველი 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე იდენტიფიცირების პროცედურის დაწყების საფუძველია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და შევსებული საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც განსახილველად წარედგინება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. 2. საიდენტიფიკაციო კითხვარის შევსებისა და წარდგენის უფლება აქვთ: ა) ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; ბ) სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს; გ) სავარაუდო მსხვერპლს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იურიდიული პირების შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო. 4. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, შეხვდეს სავარაუდო მსხვერპლს და/ან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი. 5. იმ შემთხვევაში თუ სავარაუდო მსხვერპლი თავად ავსებს კითხვარს, სავალდებულოა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომის ფარგლებში  მასთან გასაუბრება. 6. სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება უნდა განხორციელდეს ამ წესით საიდენტიფიკაციო კითხვარის განხილვისათვის განსაზღვრულ ვადაში; 7. თუ  სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება ვერ ხორციელდაება საიდენტიფიკაციო კითხვარის განხილვისათვის განკუთვნილ ვადაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის გადაწყვეტილებით საქმის განხილვა შესაძლებელია შეჩერდეს, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. 8. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს, პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე, უფლება აქვს, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ ოჯახური კონფლიქტის და/ან ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს  მესამე  პირ(ებ)ისაგან. მუხლი 6🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნოს უფლებამოსილება  1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნო: ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციას და შევსებულ საიდენტიფიკაციო კითხვარს; ბ) ანაწილებს საქმეებს ოჯახში ძალადობის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრებს შორის; გ) საქმეების განაწილებისას ვალდებულია დააკომპლექტოს ჯგუფი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე პირებისაგან და უზრუნველყოს მათი ჩართულობა; დ) უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და შევსებულ საიდენტიფიკაციო კითხვარს, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ აწვდის განხილვაში მონაწილე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრებს; ე) იწვევს და წარმართავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომას; ვ)  განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომის თარიღს, დროს და დღის წესრიგს; ზ) ატყობინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომის თარიღს და დროს მსხვერპლის იდენტიფიცირების საკითხის განხილვაში მონაწილე ჯგუფის წევრებს, ასევე, საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენ სუბიექტებს, სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა;  თ) იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირების საკითხის განხილვაში მონაწილე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის რომელიმე  წევრი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, იწვევს ალტერნატიულ წევრს;   ი) მონაწილეობს სხდომებში მდივნის სტატუსით, ადგენს და ხელს აწერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომის ოქმებს; კ) ადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ მისაღები გადაწყვეტილების პროექტს; ლ) იღებს წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებას; მ) ჯგუფის გადაწყვეტილებით ამ  წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ადგენს ოქმს; ნ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრებთან ერთად ხელს აწერს ამ მუხლით განსაზღვრულ ოქმებს, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ნ.ა. სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; ნ.ბ. საქმის სარეგისტრაციო ნომერი;   ნ.გ. სხდომის დაწყების და დამთავრების დრო; ნ.დ. კომისიის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; ნ.ე. საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი სუბიექტის მონაცემები; ნ.ვ.  საქმის გარემოებების მოკლე აღწერა; ნ.ზ. სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ჩამონათვალი და სხდომაზე მოწვეული პირების ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ.თ. დაინტერესებულ პირთა, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და შეკითხვებზე პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ.ი. მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულებების გამოკვლევის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ო) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს და უგზავნის გადაწყვეტილების ასლს; პ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ოქმს დაუყოვნებლივ გადასცემს სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს; 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნო ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის  შეუფერხებელ საქმიანობას. მუხლი 7🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, სავარაუდო მსხვერპლისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მიმართვას განიხილავს იმ შემთხვევაში თუ  ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის არ გამოიყენება  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები -  დამცავი/შემაკავებელი ორდერები, ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი სავარაუდო მსხვერპლს მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ, საიდენტიფიკაციო კითხვარის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და იღებს გადაწყეტილებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომა ტარდება კოლეგიურად. 4. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სხდომაზე, წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამდივნოს მიერ მოწვეული უნდა იქნეს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის 5 წევრი. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას მოწვეულ წევრთაგან ესწრება არანაკლებ 3  წევრი. 6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი გადაწყვეტილებას  სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ იღებს, კანონის, უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, შევსებული საიდენტიფიკაციო კითხვარის, ასევე მის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაციის და ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 7. საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი უფლებამოსილი სუბიექტი, პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. ის უფლებამოსილი სუბიექტის სახელით მხოლოდ წარადგენს საიდენტიფიკაციო კითხვარს განსახილველად და აწვდის მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას  ოჯახში ძალადობის ფაქტზე.  8. საკითხის შესწავლის შემდეგ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილზე თათბირის საფუძველზე, ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. 9. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დასახელებას; ბ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს; გ) სავარაუდო მსხვერპლის მონაცემებს; დ) ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას; ე) მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელსაც დაეყრდნო ჯგუფი გადაწყვეტილების მიღებისას; ვ) დასაბუთებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისა და სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ; ზ) სტატუსის მოქმედების ვადას (თარიღის მითითებით); თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრების ხელმოწერას გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის წევრ(ებ)ის პოზიციის მითითებით. 10. საჭიროების შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე  პირისათვის, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ამზადებს რეკომენდაციას, შესაბამისი უწყებისადმი. 11. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯგუფი დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას სავარაუდო მსხვერპლს სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, არსებული სერვისების და ამ სერვისებით სარგებლობის შესახებ. 12. გადაწყვეტილებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი და ის ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე. 13. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრი უფლებამოსილი არაა არასაპატიო მიზეზით უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე ან გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერაზე. 14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი გადაწყეტილებას იღებს და აქვეყნებს ჯგუფის სახელით. 15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ, პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თან ერთვის ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგენილი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის მდივანი და ჯგუფის წევრები. 16. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის თათბირი და კენჭისყრის პროცესი კონფიდენციალურია და მას არ შეიძლება ესწრებოდეს საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი სუბიექტი და სავარაუდო მსხვერპლი. მუხლი 8🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საქმის განხილვის ვადები 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ და საიდენტიფიკაციო კითხვარის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყეტილებას პირისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან პირისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფს უფლება აქვს შეაჩეროს საქმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუ საქმის შესწავლის პერიოდში წარმოიშვა ობიექტური სირთულეები (ჯგუფის წევრის ავადმყოფობა, მტკიცებულებების შეგროვებისთვის საჭირო დრო, სხვ.), რის გამოც შეუძლებელია საქმის განხილვის გაგრძელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმის განხილვის შეჩერების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 დღეს. საქმის განხილვის შეჩერების დრო არ ჩაითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. მუხლი 9🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების კონფიდენციალობა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის გადაწყვეტილების საჯაროობა 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ სავარაუდო მსხვერპლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა მისთვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის, ან სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის მიუხედავად. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო სხდომები დახურულია. 3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრები, სამდივნოს თანამშრომლები,  იდენტიფიცირების პროცესში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების დროს. მუხლი 10🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვაში, თუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს საკითხის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასების სხვა  ხელისშემშლელი გარემოებები, კერძოდ:  ა) თვითონ არის მხარე წარმოებაში; ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია (ოჯახის წევრად, ამ დებულების მიზნებისთვის, ითვლება ოჯახში ძალადობის მსხვერპთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები); გ) სახელშეკრულებო ან პირად ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან  ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან ან  მის წარმომადგენელთან. დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოებაში მონაწილე ჯგუფის წევრი, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ. მუხლი 11🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მოქმედების ვადა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით. მუხლი 12🔗. სტატუსის გაგრძელების და ხელახლა მინიჭების წესი 1.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება მიმართოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს,   სტატუსის გაგრძელების ან ხელახლა მინიჭების მოთხოვნით. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის გაგრძელება ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვის წესის შესაბამისად, მოქმედი სტატუსის ამუწურვამდე ერთი კვირით ადრე. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის - მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ ამ წესის ამოქმედებამდე, მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესის ამოქმედებიდან 8 თვის  ვადით.  მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები 1. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საბჭომ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვეპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმების, მისი შემადგენლობის, საიდენტიფიკაციო კითხვარის ფორმის დამტკიცება. 2. ამ წესის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრული ვალდებულება ამოქმედდეს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.