აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-19/1765
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის

თავისუფლების შესახებ

 

 2014 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 22 (ოცდაორი) განცხადება. აქედან დაკმაყოფილდა 21 (ოცდაერთი) განცხადება, ხოლო ერთ განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი მხარის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის N- 12/126 ბრძანებით დანიშნული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზ ე პასუხისმგებელი პირის - ანა მელაშვილის მიერ.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე პასუხის გაცემა ძირითადად ხდებოდა ელექტრონული ფორმით.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.

სამინისტროში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სამინისტრო ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N-4 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №12/127 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და სხვა მოქმედ კანომდებლობას.

 

მინისტრი                                                                                 ნ. სურმანიძე